Skip to content
07/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს

მარშალ პრესი 06/06/2025
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ალან პერსელი მონაწილეობდა არაერთ ფერად რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, სომხეთშიც.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით დაინიშნა ალან პერსელი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილედ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ქართული ოპოზიცია გამოფიტული დახვდა. ანალიტიკოსი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს საელჩო დაკომპლექტდება ახალი შემადგენლობით და მოვლენ ადამიანები, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისადმი გამოგზავნილ მილოცვაში ასახულ მიზნებს განახორციელებენ საქართველოს მიმართ.

„ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ლოგიკურად ქალბატონი დანიგანის მსგავსად, პენსიაზე თუ არა სხვა სამსახურში გადასვლა მოუწევს მის მოადგილეს ალან პერსელს. ძალიან საინტერესო პიროვნებაა [ალან პერსელი], ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ჯორჯ კენტი არის ადამიანი, რომელიც უკრაინაში აყალიბებდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სტაფს და უკრაინისთვის შექმნა ორგანიზაციები, როგორიც არის ანტიკორუფციული ბიურო და სხვა. ალან პერსელი იყო ჯორჯ კენტის მარჯვენა ხელი და წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებდა ფერად რევოლუციებსა და სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობაში არაერთ ლათინურ-ამერიკულ ქვეყანაში და სომხეთშიც, ფაშინიანის ხავერდოვან რევოლუციაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

ალან პერსელიც სწორედ ამისთვის იყო, თავის დროზე, დესანტირებული საქართველოში რობინ დანიგანთან ერთად, მაგრამ მას შემსრულებლები არ ჰყავდა, უფრო სწორედ, ოპოზიციური სპექტრი გამოფიტული დახვდა და ჯეროვნად ვერ შეასრულეს ის ამოცანები, რომლებსაც უნდა ასრულებდნენ. ჩვენ ვხედავთ ამ წარუმატებელ პროცესს, რომლის სათავეშიც იყო და ფარულად კოორდინაციას უწევდა რობინ დანიგანის მოადგილე ალან პერსელი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ადამიანსაც გაუშვებენ საქართველოდან. საელჩოში აუცილებლად უნდა მოვიდეს ახალი შემადგენლობა, რომელიც შეასრულებს დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს – საქართველოსთან ერთობლივ ეკონომიკურ საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობა და პარტნიორობა. ფაქტობრივად იგივე სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი დონალდ ტრამპის მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ალიევისადმი, სადაც საუბარი იყო სამხრეთ კავკასიის ხალხთა კეთილდღეობაზე, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ. ის პროცესები, რითაც იყო დაკავებული კელი დეგნანი, რობინ დანიგანი ან ალან პერსელი არ იყო მიმართული არც კეთილდღეობისკენ, არც სტაბილურობისკენ. ეს იყო იდეოლოგიური ბრძოლა საქართველოსთან,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Continue Reading

Previous: საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ
Next: თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025