Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე ჩატარდა

მარშალ პრესი 06/06/2025
014

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ამ დღეს, სასწავლებელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ათასამდე მოზარდი ესტუმრა. ლიცეუმში სწავლის გაგრძელების მსურველმა მოსაწავლეებმა სამხედრო ლიცეუმი მშობლებთან ერთად დაათვალიერეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მომავალმა კადეტებმა სასწავლებლის ხელმძღვანელი პირებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, ლიცეუმში არსებულ პროგრამებზე, საცხოვრებელ პირობებზე, იმ გამორჩეულ გარემოსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ლიცეუმი სთავაზობს თავის მსმენელებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ინფორმაციის მიღების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს; კადეტების დახმარებით გაეცნენ საცხოვრებელ პირობებს, საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, სასწავლო ლაბორატორიებს, სამხედრო შეიარაღებასა და სპორტულ დარბაზებს. სპეციალურად ღია კარის დღისთვის ლიცეუმის ტერიტორიაზე კადეტებმა საჩვენებელი, სახალისო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტები ჩაატარეს: წარმოადგინეს რობოტექნიკა და დრონები, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ღია კარის დღეს წინ უსწრებდა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სკოლებში, რომელსაც გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წამომადგენლები მართავდნენ.

ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებად რეგისტრაციას 18 ივნისს დაიწყებს და პროცესი 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

Post navigation

Previous: დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიაში სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
Next: დღეს “დიფ სთეითი” მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული, სწორედ ამ დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა – მასკი არის მართალი, ხოლო მისი იდეები ჭეშმარიტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.