Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიაში სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

მარშალ პრესი 06/06/2025
0104

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მოკავშირე ძალების ფონდის (Allied Forces Foundation) ეგიდით გამართულ მარშირებაში მიიღებენ მონაწილეობას. სპორტული ღონისძიება „მარშირება რთულ რელიეფზე“ შოტლანდიის ქალაქ პერზირში ტარდება და მასში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ავსტრალიის, კანადის, დანიისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს დელეგაცია ჯგუფის ხელმძღვანელის, თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის წარმომადგენლის, ზურაბ ჩაჩანიძის ხელმძღვანელობით, შოტლანდიაშიუკვე გაემგზავრა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები – ვიცე-პოლკოვნიკი ბეჟან მეტრეველი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ცენტერაძე, უფროსი სერჟანტი ზურაბ დავითოშვილი, უმცროსი სერჟანტი როლანდ მარტიროსოვი, კაპრალი ლერი გიკაშვილი და ზურაბ ჩაჩანიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი უჯმაჯურიძემ და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა გააცილეს და წარმატებები უსურვეს.

შოტლანდიაში გამგზავრებამდე დაჭრილმა სამხედროებმა ორთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პერიოდი საქართველოში გაიარეს. ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში მხარდაჭერას. ტურნირი მსგავსი გამოცდილების მქონე სამხედროებთან კონტაქტის დამყარებასა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას წარმოადგენს.

ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში ქართველი სამხედროები რეგულარულად მონაწილეობენ.

Post navigation

Previous: პატიმრების უმრავლესობა იყო ნაწამები, „შემჯდარი“ ფსიქოტროპულ საშუალებებზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა, რომ ამდენი ნაწამების გაუსაძლისი ტკივილის მართვა და ვითარების დასტაბილურება შეუძლებელი იყო, მისცეს სრული თავისუფლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებისა ციხეებში
Next: კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე ჩატარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.