Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარებს: როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა?

მარშალ პრესი 16/06/2022
გიორგი ვოლსკი

“სტრასბურგის სასამართლომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი ასამდე უმძიმესი დარღვევის შემთხვევა დაადასტურა. მინდა მივმართო შეკითხვით, მაშ როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, მაგალითად, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა?” – წერს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში.

როგორც ვოლსკი წერს 2004-2012 წლებთან შედარებით, შემდგომ შვიდ წელიწადში საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში 7 ჯერ ნაკლები საჩივარია შესული.

“გადავხედოთ ზოგიერთ მონაცემს, რომელთა მიღმა არაერთი ადამიანისა და ოჯახის განსაცდელი, დანგრეული ცხოვრება, მორალური თუ ფსიქოლოგიური ზიანი აისახება: სტრასბურგის სასამართლომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი ასამდე უმძიმესი დარღვევის შემთხვევა დაადასტურა, მათ შორის 10 სიცოცხლის უფლების დარღვევას, ხოლო 30 წამების ფაქტს ეხება. რასაკვირველია დაზარალებულთა უმრავლესობამ საერთაშორისო სასამართლოს არ ან ვერ მიმართა. ზოგიერთ ევროპარლამენტარს მინდა მივმართო შეკითხვით, მაშ როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, მაგალითად, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა? ისე, ცნობისათვის 2004-2012 წლებთან შედარებით, შემდგომ შვიდ წელიწადში საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში 7 ჯერ ნაკლები საჩივარია შესული”- წერს გიორგი ვოლსკი.

Continue Reading

Previous: დავით ქართველიშვილი: ის ლეგენდა, რომელიც რუსეთიდან მილიონობით რუბლის გადმორიცხვის განმარტების მიზნით შემოგვთავაზე ხოშტარიამ, სავსებით ჯდება აგენტურული საქმიანობის კლასიკურ ჩარჩოებში
Next: ირაკლი კობახიძე – რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხაროა, ამან შეიძლება დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ შეაფერხოს წევრობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025