Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: ის ლეგენდა, რომელიც რუსეთიდან მილიონობით რუბლის გადმორიცხვის განმარტების მიზნით შემოგვთავაზე ხოშტარიამ, სავსებით ჯდება აგენტურული საქმიანობის კლასიკურ ჩარჩოებში

მარშალ პრესი 16/06/2022
დავით ქართველიშვილი

ყოველ აგენტურულ საქმიანობას თან ახლავს ფინანსური კვალი. რაც უფრო აქტიურია აგენტი მით უფრო სოლიდურ ანაზღაურებასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ ექსპერტმა, დავით ქართველიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„თანხის მიღების სქემა არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი მომენტი რომელიც ამ პროცესის ლეგალიზაციას მოითხოვს. ის ლეგენდა, რომელიც რუსეთიდან მილიონობით რუბლის გადმორიცხვის განმარტების მიზნით შემოგვთავაზე დღეს ქალბატონმა ხოშტარიამ სავსებით ჯდება აგენტურული საქმიანობის კლასიკურ ჩარჩოებში“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში თბილისისა და ქუთაისის შემდეგ ბორჯომში წარადგინა
Next: გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარებს: როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.