Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციასთან თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

მარშალ პრესი 04/06/2025
09

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი რიჩარდ ვილსონი ხელმძღვანელობს.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ-მაიორ რიჩარდ ვილსონს აშშ-ის მხრიდან გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო პროგრამას – „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობის საკითხს.

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციას, რომელიც თბილისში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის 30-წლიანი თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება, ასევე უმასპინძლა ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ; შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ამერიკული მხარე ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებსაც ესტუმრა.

დღესვე, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსა და ვიცე-პოლკოვნიკ ეროლ მუნირის დაჯილდოებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა, დასავლელმა პატრონებმა ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო – ნათელი ხდება, რომ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს
Next: თუ ვინმე აწარმოებს ანტიევროპულ პროპაგანდას, უსამართლო და ხშირად უტვინო პოზიციების დაფიქსირებით, ამას აკეთებენ სწორედ ევროკავშირის სტრუქტურები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.