Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა, დასავლელმა პატრონებმა ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო – ნათელი ხდება, რომ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს

მარშალ პრესი 04/06/2025
davit chikhelidze

ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა. დასავლელმა პატრონებმა ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ გავრცელებული რელიზი ნათელი და მკაფიოა, შესაბამისად, დამარცხებული მხარე ვალდებულია, 2024წლის არჩევნების შედეგები აღიაროს და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს.

“ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა. დასავლელმა პატრონებმა ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომელიც აღნიშნულ შეთავაზებას საწყის ეტაპზე უარყოფს, შემდგომ კი არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდება.

ევროპარლამენტის მიერ დღეს გავრცელებული რელიზი, მრავლისმთქმელი და მკაფიოა, ის არჩევნებში ჩართულ მხარეებს, არჩევნების, როგორც შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული რელიზის გავრცელების შემდეგ ნათელი ხდება, რომ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, დამარცხებული მხარე ვალდებულია 2024წლის არჩევნების შედეგები აღიაროს და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს!” – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: -ევროპარლამენტიდან პირდაღებულ ოპოზიციონერებს უბრძანებენ, მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში
Next: საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციასთან თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.