Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა

მარშალ პრესი 04/06/2025
840560-9
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა. როგორც მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუმარტა, გადაწყვეტილება გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

„როგორც იცით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, გუნდთან და ბატონს გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი აზრით, გაბიტაშვილი გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას წარუდგინა. მისივე თქმით, პარლამენტი გაბიტაშვილის კანდიდატურას კენჭს მომავალ კვირას უყრის.

 

გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის, ხოლო 2024 წლიდან გენერალური პროკურორის თანამდებობას.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ ბოხვაურში მცხოვრებ მარუსია სირაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა
Next: სანამ დაიწყებენ წიოკს, ვანო მერაბიშვილის საქმის გამო დააჯილდოვესო, გეტყვით, რომ მერაბიშვილის დაჭერის გარდა, უამრავი საქმე გამოიძია, უპატიოსნესია, პროფესიონალი და პატრიოტი, წარმატებები გიორგის!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.