
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრებ მარუსია სირაძეს 100 წელი შეუსრულდა.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მარუსია სირაძეს იუბილე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
მარუსია სირაძეს 9 შვილიშვილი, 13 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.