Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამირან სალუქვაძე: ხოშტარია ძალიან აიჭრა პასუხებში, კრემლი ახსენა, რაც არავის უხსენებია

მარშალ პრესი 16/06/2022
ამირან სალუქვაძე

ხოშტარია ძალიან აიჭრა პასუხებში. ვნახე მისი კომენტარი, პოსტი. კრემლი ახსენა, რაც არავის უხსენებია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას იმაზე უნდა ელაპარაკა, საიდანაც მოდის ეს დაფინანსება.

„ბიუჯეტის ფულია და კრემლი რატომ გეწვის? ბიუჯეტის ფული და კრემლი სხვადასხვაა. კრემლი იგულისხმება იმ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირ შენ გაფინანსებს რაღაც სპეცსამსახურებია თუ პოლიტიკური თემებია, მაგრამ როდესაც ნახსენებია, რომ ამა და ამ თეატრიდან თუ საიდანაც მოდის ეს დაფინანსება, კონკრეტულად ამაზე უნდა ილაპარაკო“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა

Post navigation

Previous: კარლ ჰარცელი: 1 კვირაში ევროსაბჭოზე სახელმწიფოები დააფიქსირებენ საკუთარ აზრს იმ დასკვნების საფუძველზე, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება
Next: არესტოვიჩი: ახალ უკრაინას აქვს შანსი ტერიტორიულად შემცირდეს, ღრმად უნდა ჩავწვდეთ ახალ რეალობას, ახალი უკრაინის კონტურებსა და დანიშნულებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.