Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა – რეაბილიტაციას აგრძელებს

მარშალ პრესი 03/06/2025
501202979_1893358388131247_8357287461338684007_n

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კომპანიის დირექტორთან დავით კვინიკაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხემლისხიდი, დვაბზუ და მშვიდობაური, დასრულების ეტაპზეა წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რაც 3,800-მდე ბენეფიციარს 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემს.

აშენდა 92.5 კმ-იანი ქსელი, ორი სათავე ნაგებობა, საქლორატორო, სატუმბი სადგურები და რეზერვუარი. პარალელურად მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთისა და დაბა ურეკის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაცია-მშენებლობა. მოეწყობა 75 კმ-იანი ქსელი, ოთხი ჭაბურღილი, სამი რეზერვუარი, საქლორატოროები და აღრიცხვის კვანძები. პროექტი 19,000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს 28.5 კმ-იან ქსელს, ექვს ჭაბურღილს, სატუმბ სადგურსა და რეზერვუარს. 11,000-მდე მოქალაქე მუდმივი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამივე პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მათი საერთო ღირებულება 93 მილიონ ლარს აჭარბებს. რეგიონში ამჟამად მიმდინარეობს 7 პროექტი, ჯამურად 117 მილიონი ლარის ღირებულებით.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების და კულტურის სამსახურის პროგრამის, “საშუალო განათლების მხარდაჭერა” ფარგლებში დაფინანსდა, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივა, მხატვრულ-შემოქმედებითი კონკურსის შესახებ
Next: საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურად 52,5 მილიონი ლარი დაიზოგა, ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც, სსიპებსა და შპს-ებში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025