Skip to content
08/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუსული მხარის ცნობით, უკრაინამ აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა, თუმცა მოიგერიეს

მარშალ პრესი 01/06/2025
ruseti1

რუსეთი ადასტურებს, რომ უკრაინამ აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა. კერძოდ, რუსეთმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დარტყმები განახორციელა ხუთ რეგიონში.

„ტელეგრამზე“ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ უკრაინამ განახორციელა, „ტერორისტული თავდასხმა“ მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის რაიონებში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა თავდასხმა „მოიგერიეს“.

„დრონების გაშვების შედეგად აეროდრომების უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

უკრაინულ და დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წყაროებზე დაყრდნობით, რომ ოპერაციის – “ობობის ქსელი“ – ორგანიზებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა და მას პირადად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკონტროლებდა.

Post navigation

Previous: რა უთხრა ვიქტორ ჯაფარიძეს ბადრი პატარკაციშვილმა გარემოცვის ღალატის შესახებ?!
Next: ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გასართობი ღონისძიებები გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.