Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რა უთხრა ვიქტორ ჯაფარიძეს ბადრი პატარკაციშვილმა გარემოცვის ღალატის შესახებ?!

მარშალ პრესი 01/06/2025
viktor japaridze

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ბადრი პატარკაციშვილის მიერ გარემოცვის ღალატის შესახებ ნათქვამი სიტყვები გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, მაშინ როცა გავრცელდა ვალერი გელბახიანის ჩანაწერი, ტელეკომპანია „იმედმა“ არ გაუშვა ბადრი პატარკაციშვილის მიერ მიწოდებული კადრები, რაზეც მან თქვა, რომ „ამას ღალატი ჰქვია სხვა არაფერი“. ჯაფარიძის თქმით, კადრების არ გაშვება მხოლოდ გიორგი თარგამაძეს შეეძლო, რომელიც „იმედის“ საინფორმაციოს ხელმძღვანელი გახლდათ.

„როდესაც ტელეეთერით გავიდა კადრები ვალერი გელბახიანის, ვალერი გელბახიანი იყო ბადრი პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილი კაცი, იყო შტაბის უფროსი და როდესაც ეს ჩანაწერები გავიდა, ყველგან გვისმენდნენ და გადავედით სომხეთში, რომ ბადრი პატარკაციშვილთან გვქონოდა კომუნიკაციის თავისუფალი საშუალება. საქართველოში რომ ვბრუნდებოდით, მაშინ მოხდა ფარულად ჩაწერილი კადრების ჩვენება. ამის შემდეგ ჩვენ დავრეკეთ ტელეკომპანია „იმედში“, თვითონ ვალერი ესაუბრებოდა, გვინდოდა პირდაპირ ეთერში ჩართვა, რათა ესაუბრა ვალერის რეალურად რა იყო, იმიტომ, რომ დაჭრილი იყო ვალერის და კოდუას საუბარი და იმ ქალბატონის კადრებიც დაჭრილი იყო, დაჩეხილი იყო და რაც მათ უნდოდათ ის გაუშვეს, მაგრამ სამწუხაროდ ვალერი „იმედის“ ეთერში არ ჩართეს.

ჩვენ ვესაუბრებოდით დიანა ტრაპაიძეს, მას უნდოდა ჩვენი ჩართვა, მაგრამ არ დაანებეს და ვინ არ დაანება თვითონ გაარკვიონ ერთმანეთში, იმიტომ, რომ ვიკითხეთ გიორგი არის იქ თარგამაძე? უთხარით გიორგის, რომ ვალერი არის და ჩართვა უნდა პირდაპირ ეთერში, მაგრამ ამაოდ, არ ჩართეს პირდაპირ ეთერში. ამის შემდეგ თვითონ ბადრი პატარკაციშვილი გვესაუბრა და თქვა, რომ ნუ ნერვიულობთ საინფორმაციოში გავა კადრები, რაც მაქვს გადაგზავნილი.

ამ სამ საათიანზე გადმოვრეკე მე თბილისში, ოჯახის წევრებს ვესაუბრე, რომ რაღაც კადრები გავა და აბა რა გავიდა და რა გადის კადრები მითხარით, მაგრამ საინფორმაციოში ამ თემის ხსენება არ ყოფილა, არაფერი კადრები არ გავიდა. ამის შემდეგ, რომ დავურეკეთ ბადრი პატარკაციშვილს, ვუთხარით, რომ ბადრი არაფეარი კადრები არ გავიდა და რა ხდება? რაზეც გვიპასუხა, რომ საღამოს 6 საათიანში გავიდოდა ეს კადრები. 6 საათიანზეც ველოდეთ და ამაოდ, არაფერი არ გავიდა. შემდეგ გვითხრა, რომ 7-ზე რამე სპეც-გამოშვება იქნება და სპეც-გამოშვებაში იქნება, მაგრამ სამწუხაროდ საღამოს ეთერში ქალბატონი მაგდა ანიკაშვილი იჯდა და მიჰყავდა გადაცემა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ იყო. როდესაც ბატონ ბადრის გადავურეკეთ ჩვენ და ვკითხეთ რა ხდება, რატომ არ გავიდა ეს კადრები, მოკლედ გვიპასუხა – „ამას ღალატი ჰქვია სხვა არაფერი““, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

Post navigation

Previous: ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა
Next: რუსული მხარის ცნობით, უკრაინამ აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა, თუმცა მოიგერიეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.