Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქუთაისში ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2022“ გაიხსნა

მარშალ პრესი 16/06/2022
თეატრალური იმერეთი 2022

ქუთაისში ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2022“ გაიხსნა. პროექტს ქუთაისის მერია, კულტურის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პროფესიული, ასევე სახალხო თეატრები და დამოუკიდებელი დასები.

„მოხარული ვარ, რომ შემიძლია მოგილოცოთ თეატრალური ფესტივალის გახსნა. „თეატრალური იმერეთი 2022“ დღეს გაიხსნა და 2 კვირის განმავლობაში ნამდვილ დღესასწაულს აჩუქებს თეატრის მოყვარულებს. საუკეთესო ტრადიციად ქცეული ფესტივალი წელსაც მთელ იმერეთს მოიცავს, მონაწილეობას მიიღებს თეატრი ყაზახეთიდანაც. ქუთაისის მერია ამ ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მუდმივი მხარდამჭერია,”-განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

ფესტივალში 17 თეატრი მიიღებს მონაწილეობას. საფესტივალო ჩვენებები გაიმართება ქუთაისსა და იმერეთის სხვა ქალაქებში. „თეატრალური იმერეთი 2022“ 1-ელ ივლისს დაიხურება.

Post navigation

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციაზე უფრო მეტი ზიანი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას ემანულ მაკრონის განაცხადებამ მოუტანა
Next: კარლ ჰარცელი: 1 კვირაში ევროსაბჭოზე სახელმწიფოები დააფიქსირებენ საკუთარ აზრს იმ დასკვნების საფუძველზე, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.