Skip to content
23/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ფულადი ანაზღაურება ახალია და ჩემთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ელენე ხოშტარია შემჩნეული იყო რუსულ კავშირებში

მარშალ პრესი 16/06/2022

ფულადი ანაზღაურება ახალია და ჩემთვის პირადად, ეს სიურპრიზი არ ყოფილა, იმდენად, რამდენადაც ელენე ხოშტარია შემჩნეული იყო რუსულ კავშირებში, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარია არის „მგიმოს“ კურსდამთავრებული, რაც განსაკუთრებული უნივერსიტეტია და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ უნივერსიტეტში მისი განათლების მიღებას.

„ელენე ხოშტარია შემჩნეული იყო რუსულ კავშირებში. ეს გამოიხატებოდა მაგალითად გავრილოვის კრიზისში მისი მონაწილეობით, მაგალითად პოზდნერის კრიზისში მისი მონაწილეობით და ა.შ. იცით, რომ ელენე ხოშტარია არის „მგიმოს“ კურსდამთავრებული, რაც განსაკუთრებული უნივერსიტეტია და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ უნივერსიტეტში მისი განათლების მიღებას“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.

Post navigation

Previous: რუმინეთის პრეზიდენტი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის აუცილებელია ჩვენი საერთო ღირებულებების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის შესაქმნელად
Next: მარინა კალიურანდი – შესწორებები ბატონი ივანიშვილის სანქცირებაზე საერთოდ ამოვარდნილი იყო რეზოლუციის თემიდან, ეს პოლიტიკური განცხადება იყო, არ შეგვიძლია ვითამაშოთ ამ სიტყვებით, როდესაც საქმე სანქციებს ეხება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.