Skip to content
23/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვატო შაქარიშვილი ელენე ხოშტარიაზე: ის საკუთარი აგენტურული საქმიანობისთვის პირდაპირ რუბლებში იღებს ხელფასს

მარშალ პრესი 16/06/2022
ვატო შაქარიშვილი

ის საკუთარი აგენტურული საქმიანობისთვის პირდაპირ რუბლებში იღებს ხელფასს, – ამის შესახებ „აი იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

„ვინც ყველაზე მეტად ყვირის, ყველაზე ხმამაღლა გამოთქვამს ე.წ. ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ ლოზუნგებს, თავად ემსახურება რუსულ ინტერესებსა და ის აკეთებს სწორედ რუსულ საქმეს“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.

დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.

Post navigation

Previous: გოგა ხაინდრავა ელენე ხოშტარიაზე: ჯერ საბჭოთა და მერე რუსეთის უშიშროების სამჭედლოშია გაზრდილი – ვირსალაძეზე ზღაპრები სამადაშვილს მოუყვეს
Next: რუმინეთის პრეზიდენტი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის აუცილებელია ჩვენი საერთო ღირებულებების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის შესაქმნელად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.