Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იაპონიის ელჩის მოადგილეს შეხვდა

მარშალ პრესი 30/05/2025
501014811_1044316740505049_3936405689147118426_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე იაპონიის ელჩის მოადგილეს ჰორიგუჩი გოსუკეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ხაზი გაესვა გრასრუტების საგრანტო პროგრამის (GGP) მნიშვნელობას რეგიონული განვითარების საქმეში და იაპონიის მთავრობის მიერ განხორციელებული დახმარების პრაქტიკულ შედეგებს. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ესწრებოდნენ. იაპონიის ელჩის მოადგილემ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში იაპონიის მთავრობის მიერ დაფინასებული პროექტებიც დაათვალიერა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დაათვალიერა და მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდა
Next: გლობალური უსაფრთხოების ახალ წესრიგში საქართველოც მოყვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად გლობალური მოთამაშეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.