Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დაათვალიერა და მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდა

მარშალ პრესი 30/05/2025
501581468_1087988923383692_4469700151923759054_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დაათვალიერა და მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, მერიისა და სკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებისგან და მწვრთნელებისგან მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ. შეხვედრებზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებზე, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებებში ინვენტარისა და ეკიპირების საჭიროებებზე.
მინისტრმა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის პროექტი გააცნო, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსები ასაშენებლად 2 მილიარდი ლარის დახარჯვას ითვალისწინებს, მინისტრის განცხადებით აჭარაში ადგილობრივი სპორტული ორგანიზაციები უახლოეს პერიოდში ყველა საჭირო ინვენტარსა და ეკიპირებას მიიღებენ.

Post navigation

Previous: სენატორ სტივ დეინსთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, კიდევ ერთხელ დავადასტურე მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იაპონიის ელჩის მოადგილეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.