Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ლარის შემოღების თაობაზე, მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა, დღეს ლარი უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო

მარშალ პრესი 30/05/2025
irakli kobakhidze

წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ლარი არის უკვე ჩამოყალიბებული, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო.

„წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღინიშნება. მე კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თავის დროზე, ქართული ლარის შემოღების თაობაზე. მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა. ამასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული ჩვენი ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება. ჩვენს თვალწინ დაიბადა ლარი, აიდგა ფეხი და დღეს ლარი არის უკვე ჩამოყალიბებული, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო.

ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მაგრამ გვაქვს ძალიან მდიდარი ისტორიული ტრადიციები და უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ქართული ფული – „კოლხური თეთრი“ ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ მოიჭრა, 800 წლის წინ თამარ მეფის სახელით მოჭრილი ფული რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ვალუტად იქცა, ერეკლე მეფის მიერ გამოშვებული ფული 260 წლის წინ ამიერკავკასიაში ყველაზე სანდო სავაჭრო ერთეული იყო. ზუსტად ამ ტრადიციების გაგრძელებაა ქართული ლარი, რომელიც უკვე 30 წელია ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: 2008 წლის ომის დროს სოსო ქარჩაიძე განაგებდა ხეობაში მდგომარეობას, ის ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი იყო
Next: 2025 წლის აპრილში საქართველოს ეროვნული მეურნეობა, მიუხედავად გლობალური მასშტაბით არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და დაპირისპირებისა, აგრძელებდა დამაჯერებელ ზრდას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.