Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2008 წლის ომის დროს სოსო ქარჩაიძე განაგებდა ხეობაში მდგომარეობას, ის ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი იყო

მარშალ პრესი 30/05/2025
simon gasviani

[2008 წლის ომის დროს] სოსო ქარჩაიძე იყო, ვინც განაგებდა [კოდორის] ხეობაში მდგომარეობას, – ამის შესახებ კოდორის ხეობის მცხოვრებმა, სიმონ გასვიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის თემის განხილვა მიმდინარეობს.

გასვიანის განცხადებით, თავად იმ პერიოდში მესაზღვრედ მუშაობდა და სოსო ქარჩაიძეს, რომელიც იმდროინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი იყო, ემორჩილებოდა არა მხოლოდ შინაგან საქმეთა, არამედ, თავდაცვის სამინისტროც.

“მე იქ დავდიოდი თათბირებზე ორშაბათობით, როდესაც მეთაური არ იყო. იქ თავდაცვასთან ერთად, ბევრი ქვედანაყოფი იყო შემოსული, 16 თუ 17, და ყველაფერს რომ ის განაგებდა, ამიტომ ვიცით მისი სახელი და გვარი ყველამ. ის ვანო მერაბიშვილის კაცი, მისი წარმომადგენელი იყო. თავდაცვის სამინისტროს ნაწილებიც, ჩვენც მესაზღვრეებიც, მთელი სამმართველო მას ვემორჩილებოდით. თავდაცვიდან, მახსოვს, იყო გივი კაპანაძე, ძალიან კარგი ადამიანი, მას ძირითადად ჰყავდა წვევამდელები, ჯარში ახალი გაწვეული ბავშვები. სიმართლე გითხრათ, [ქარჩაიძე და კაპანაძე] ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობოდნენ, დაპირისპირებაში იყვნენ.” – განაცხადა სიმონ გასვიანმა.

Post navigation

Previous: კოდორის ხეობის მკვიდრი თორნიკე გერლიანი-როცა ჩვენთან წმენდაზე შემოვიდნენ, აბსოლუტურად ყველაფრის უფროსი იყო ხვიჩა გუჯეჯიანი, რომელიც ყველაზე აგრესიული იყო. სწორედ ის გადასცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე, რომ „როგორც კი ნახავთ ეგრევე იქსი დაახალეთ მკერდზეო“- ეს იქსი ნიშნავს გადაჭრას მკერდზე
Next: როდესაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ლარის შემოღების თაობაზე, მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა, დღეს ლარი უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.