1 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ სკვერში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 11:30 საათიდან დაიწყება.
ინფორმაციას ხელვაჩაურის მერია ავრცელებს:
“გეპატიჟებით ყველაზე საბავშვო, ფერად, მუსიკალურ ღონისძიებაზე, სადაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა:
საბავშვო სტუდია ,,ჰარმონიას” კონცერტი
აქტივობები საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით
ცოცხალი მუსიკა
მხიარული გათამაშებები
ფესტივალისთვის სპეციალურად დამზადებული ლამაზი დეკორაციები და ინსტალაციები
,,ჩემი უფლება” საბავშვო ნახატების გამოფენა, რომელშიც 100-მდე სოფლად მცხოვრები ბავშვი მონაწილებს
სახეზე ხატვა, ნაყინი
დასწრება თავისუფალია”– აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციაში.
