Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე, მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს, ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი

მარშალ პრესი 29/05/2025
irakli kobakhidze

რომ ავიღოთ, მაგალითად პოლონეთის სტატისტიკა, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების განცხადებას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას.

„აქ სტატისტიკაა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. როდესაც 33 000-ზე მეტი მოქალაქე შემოდის ქვეყანაში და აქედან მხოლოდ 16-ს ეთქმება უარი, ეს ხომ ყველაფერს თავისთავად ცხადჰყოფს. პირიქით რომ ავიღოთ, მაგალითად პოლონეთის სტატისტიკა, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე. ხომ ყველაფერი ნათელია. ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი.

არავითარ აქციებში არ მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც მათ უთხრეს უარი პოლონეთში შესვლაზე.
რაც შეეხება აქციებში მონაწილეობას, ეს რომ არის ერთ-ერთ საკითხად გამოტანილი ამ განცხადებებში, ეს არის გაუგებარი. რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს, ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტატისტიკა რომ ავიღოთ, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული და მეორე მხრივ, პოლონეთის, საფრანგეთის, სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან დაკავშირებული, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი, როგორია ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს სტუმრების მიმართ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ამას ცხადჰყოფს სტატისტიკა და როგორია ქართველების მიმართ დამოკიდებულება შესაბამის ქვეყნებში, მათ შორის, პოლონეთში და საფრანგეთში, ამასაც ცხადჰყოფს შესაბამისი სტატისტიკა. მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას. ჩვენ ეს არავისგან არ გვესწავლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია აბსოლუტურად ლოგიკურია, არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე, ყველამ პატივი უნდა სცეს ოფიციალურ ეტიკეტს და ამის მიხედვით უნდა წარიმართოს ურთიერთობები
Next: გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.