Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩმა მომწერა, მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციააო, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რომ მისთვის მიუღებელია მისი დაფინანსებით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს

მარშალ პრესი 29/05/2025
SHALVA PAPUASHVILI

საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ევროკავშირის ელჩს, რომ მისთვის მიუღებელია მისი ფულით, ევროკავშირის მოქალაქის ფულით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, როდესაც საუბრობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სურვილი გააგრძელოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, სათანადო ნაბიჯები უნდა გადადგას.

„როცა ამბობენ „ენჯეოებთან“ დიალოგზე, რომელ „ენჯეოებს“ გულისხმობენ, რომელიც წააქეზეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ?! ცოტა ხნის წინ წერილი მივწერე ევროკავშირის ელჩს და გავუგზავნე დოკუმენტაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ და მათი ლიდერები როგორ შეურაცხყოფენ საჯარო სივრცეში პარლამენტის წევრებსა და საჯარო მოხელეებს ფაქტობრივად ფაშიზმის დონეზე მისული განცხადებებით. საერთაშორისო ვალდებულებაა, პარიზის დეკლარაციით, რომ დონორი პასუხისმგებელი იყოს საკუთარ ფინანსებზე, რაში იხარჯება ეს ფული. ახლა რომ აღმოჩნდა, რომ ღაზაში ტერორისტებამდე მიდიოდა ზოგიერთი დონორული დაფინანსება, ამაზე პასუხისმგებელია დონორი, რომ ტერორისტებთან, ექსტრემისტებთან [თანხა] არ მივიდეს.

ერთადერთი თხოვნა მქონდა მის [ევროკავშირის ელჩის] მიმართ, რომ გამიჯვნოდა ამას, საჯაროდ ეთქვა, რომ ეს არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, რომ გმობენ ამას, მის მიერ დაფინანსებულ ადამიანებზეა საუბარი. პასუხისმგებლობა ხომ უნდა იგრძნოს?! მივიღე პასუხი, რომ ძალიან მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციაა და ყველა მხარემ უნდა იზრუნოს, რომ ეს ასე არ იყოს. ჩვენთვის რა თქმა უნდა ასეთი რაღაცები მიუღებელია, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ევროკავშირის ელჩს, რომ მისთვის მიუღებელია მისი ფულით, ევროკავშირის მოქალაქის ფულით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: უკვე არასერიოზულია სალომე ზურაბიშვილზე ლაპარაკი, პოლიტიკაში შემოსვლამდე მქონდა შეხება ისეთ თემებთან, სადაც კარგად ჩანდა აგენტის ხვედრი, შიდა, სისხლისსამართლებრივ თემებში და როგორც ჩანს, უფრო მძიმეა აგენტის ხვედრი, როცა შენი ქვეყნის გარედან რაღაცას მიგითითებენ – არ მგონია, რომ ძალიან უნდოდეს იმის კეთება, რასაც აკეთებს
Next: ინტერპოლის პასუხისმგებლობა საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობის დაცვაა, თუმცა, ბაჩიაშვილის შემთხვევამ დაადასტურა, რომ ინტერპოლი მოკლებულია შესაძლებლობას, „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.