Skip to content
31/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკვე არასერიოზულია სალომე ზურაბიშვილზე ლაპარაკი, პოლიტიკაში შემოსვლამდე მქონდა შეხება ისეთ თემებთან, სადაც კარგად ჩანდა აგენტის ხვედრი, შიდა, სისხლისსამართლებრივ თემებში და როგორც ჩანს, უფრო მძიმეა აგენტის ხვედრი, როცა შენი ქვეყნის გარედან რაღაცას მიგითითებენ – არ მგონია, რომ ძალიან უნდოდეს იმის კეთება, რასაც აკეთებს

მარშალ პრესი 29/05/2025
mamuka mdinaradze

უკვე არასერიოზულია მასზე ლაპარაკი. არ ვიცი ეს უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ სხვის მაგივრად ხომ შეგრცხვენიათ, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის ადამიანი, მის ნაცვლად რომ გრცხვენია, ეს ემოცია მიჩნდება ამ ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მაგალითად, გუშინწინ, გოგონები რომ მიადგნენ, ჩვენო სარდალო, ხელზე უნდა გემთხვიოთო და ხელი რომ გაუწოდა – მგონია, რომ უკვე ზედმეტია ლაპარაკი, – განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში “ღამის კურიერი”.

მისი განცხადებით, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა ქვეყნის გარედან მართული აგენტის ხვედრი და ამ ფონზე,ზურაბიშვილი რასაც აკეთებს, შინაგანად იმის შესრულება დიდად არ უნდა. მდინარაძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ისეთი დავალებების შესრულება უწევს, რომ შეიძლება შეგეცოდოს კიდეც.

“მე მგონია, რომ ამ ქალს ძალიან ცუდად მოეპყრნენ. სამართალდამცავ ორგანოებშიც მიმუშავია წლების განმავლობაში, მერე ადვოკატიც ვიყავი, 2016 წლამდე, პოლიტიკაში შემოსვლამდე, სულ მქონდა შეხება ისეთ თემებთან, სადაც ძალიან კარგად ჩანდა აგენტის ხვედრი, ოღონდ, შიდა, სისხლისსამართლებრივ თემებში. როგორც ჩანს, უფრო მძიმეა აგენტის ხვედრი, როცა შენი ქვეყნის გარედან რაღაცას მიგითითებენ. ამ ფონზე, არ მგონია, რომ შინაგანად ძალიან უნდოდეს იმის კეთება, შეიძლება ორი და სამი წლის წინ მართლა რაღაც ეიფორიაში იყო, როცა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს ხვდებოდა, ზელენსკი გმირი გახდა და აბა, თქვენ რას შვებითო, მაგრამ დღეს არ მგონია, რომ ეიფორიაში იყოს. მას ისეთი დავალებების შესრულება უწევს, წარმოიდგინეთ, ხაბეიშვილზე, ვაშაძეზე, ხაზარაძეზე უარეს რაღაცებს აკეთებს. ამას ხომ დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ ამ ხალხზე უარესი ილაპარაკო. ამის შესაბამისად, შეიძლება შეგეცოდოს კიდეც ადამიანს. მე დიდი მოწოდება არ მაქვს საზოგადოების მიმართ, რომ შევიცოდოთ სალომე ზურაბიშვილი, იმიტომ, რომ მან თავად განსაზღვრა თავისი ბედი, მაგრამ, დღეს რასაც ვუყურებ, არ მგონია, რომ იმის კეთება ძალიან უნდოდეს, რასაც აკეთებს.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო, გაითავისეთ, რომ ეს ადამიანი თქვენზე წინ არის! იმიტომ, რომ მართალია მორალურადაც, პოლიტიკურადაც და ბიზნესურადაც – ამ მზაკვრული, იაფფასიანი კომბინაციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ მოატყუებთ და ვერ დააშანტაჟებთ
Next: ევროკავშირის ელჩმა მომწერა, მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციააო, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რომ მისთვის მიუღებელია მისი დაფინანსებით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025