ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის მოადგილეებთან, სამსახურის უფროსებთან, შპს-ების და ა (ა) იპ-ების ხელმძღვანელებთან. შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების შეფასება და დაგეგმილი პროექტებისა და პრიორიტეტების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი განხორციელების პროცესზე იმსჯელეს.
