Skip to content
29/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლისა. ეს არის არამხოლოდ საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა

მარშალ პრესი 27/05/2025
mariam lashxi

დღევანდელი ჩემი განცხადებით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი, კანონმდებლობის, კონსტიტუციური ვალდებულებისა და საერთაშორისო იურისდიქციული ნორმების პატივისცემის აუცილებლობას – დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი შვილები და მათი ფუნდამენტური უფლებები. და რაც მთავარია მორალური და ეთიკური საზღვრები. როგორც მოქალაქემ მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი არა მხოლოდ ინციდენტთან არამედ ზოგადად იმასთან დაკავშირებით რაც დღეს ხდება, – ამის შესახებ „საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, საკუთარი ვნებების მოთოკვას და სხვისი აზრის მოსმენის ჩვევების განვითარებას გულისხმობს.

„მოგეხსენებათ 17 მაისს, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი პატრიარქის კურთხევით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავდა, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ჩვენი, როგორც ოჯახის წევრების კონსტიტუციური ვალდებულება, ჩემს მცირეწლოვან შვილებთან და დედასთან ერთად თავს დაგვესხნენ რადიკალური აქტივისტები სისტემატური და კოორდინირებული თავდასხმით. 17 მაისის ინციდენტით ასევე მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ დესტრუქციული ძალების მიერ დაკონსტრუირებულ პროცესებზე, პროტესტის ფორმებსა და აქციებზე, რომლებიც ნორმად იქცა დღეს ჩვენ სინამდვილეში და საზოგადოების გახლეჩვას ემსახურება. გახლეჩილი საზოგადოება კი, მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ვერ ააშენებს. მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ, თუ ჩვენ დემოკრატიაზე ვაკეთებთ აქცენტს, დემოკრატია, პირველ რიგში, საკუთარი ვნებების მოთოკვას და სხვისი აზრის მოსმენის ჩვევების განვითარებას გულისხმობს.

ამიტომაც, განსხვავდება ათენური და ბერძნული დემოკრატია კიევის რუსეთის “ვეჩეს” სისტემისაგან, სადაც ის იმარჯვებდა, ვინც უფრო ხმამაღლა დაიყვირებდა და მუშტსაც უთავაზებდა განსხვავებული აზრის მქონე თავის მოწინააღმდეგეს. დღესდღეისობით კი ჩვენ ვხედავთ იმ მოძველებული და თავსმოხვეული მეთოდების გამოყენებას, რომლებიც აშშ-ში გასული საუკუნის 50-60 იან წლებში არსებულ ისეთ ახალგაზრდულ მოძრაობებში იყო გამოყენებული“,-აღნიშნა ლაშხმა. მისივე თქმით, თავდასხმის დროს აქტივისტებმა ბავშვთა უფლებების კოდექსის სხვადასხვა მუხლი დაარღვიეს. „მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლისა: ბავშვი უნდა იყოს დაცული ძალადობის ყველა ფორმისგან, ბავშვის დისკრიმინაცია მშობლის საქმიანობის გამო დაუშვებელია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპი, ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, ბავშვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება, ბავშვის გადაღება მისი ნებართვის გარეშე. ეს არის არამხოლოდ (დისკრიმინაცია) და საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა

Continue Reading

Previous: გლობალურ პოლიტიკაში, სახელმწიფოები დიასპორების საშუალებით აძლიერებენ საკუთარ ქვეყნებს უცხოეთში. ამისთვის ზრუნავენ არა მხოლოდ ხელისუფალნი, არამედ, თავად დიასპორული ორგანიზაციებიც
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის მოადგილეებთან, სამსახურის უფროსებთან, შპს-ების და ა (ა) იპ-ების ხელმძღვანელებთან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025