Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს

მარშალ პრესი 28/05/2025
0909

კრწანისის სამხედრო ბაზაზე ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების რეზერვისტების სამხედრო ფიცის მიღების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეზერვისტებს ფიცის მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა. გენერალმა განსაკუთრებული მადლობა რეზერვში ჩარიცხულ ქალბატონებს გადაუხდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სწავლების პროცესში მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებმა მადლობის სიგელები მიიღეს.

ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და რეზერვისტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე ტერიტორიული თავდაცვის  ბატალიონები დაკომპლექტებულია თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონების მოქალაქეებით. ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა, ტრადიციულად, რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. 

4-წლიან სარეზერვო სამსახურში რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეს მოიცავს. მომზადების კურსის მთავარი ამოცანა გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალური საბრძოლო და კრიზისებზე რეაგირების უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები სარგებლობენ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლებათ.

Continue Reading

Previous: მინდა ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე, ის იყო საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის, ვინც თავისი საქმით, პროფესიონალიზმით და ღირსებით ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ ქვეყანა იყო მშვიდად
Next: საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისადმი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილმა ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი, “ქართული ოცნების” ე.წ. არცნობის საკითხი მკაფიოდ გაქრა და გამოიკვეთა ვაშინგტონის სურვილი თანამშრომლობის არეალის გაფართოებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025