Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მინდა ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე, ის იყო საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის, ვინც თავისი საქმით, პროფესიონალიზმით და ღირსებით ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ ქვეყანა იყო მშვიდად

მარშალ პრესი 28/05/2025
tea tsulukiani

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის სხდომა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით გახსნა, რომელმაც გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა ბატონ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად ამ წუთებში ჩვენ შევიტყვეთ მისი ნება-სურვილისა და გადადგომის შესახებ. მიმუშავია რა მასთან და მიმუშავია არა ერთი წელი ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის, ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმით და ღირსებით ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად“-აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანი წარმატებებს უსურვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თითოეულ პოლიციელს და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის. „იყო მშვიდად იმ გაგებით, რომ ხელმძღვანელად იყო პირი, ვინც იცოდა როგორ უნდა უზრუნველყო უსაფრთხოება და იმავდროულად დაიცვა ის ბალანსი, რომელსაც ამ დელიკატური საქმის კეთება გულისხმობს. ასეთია მისი ნება-სურვილი. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს მისი არჩევანია. თუმცა, ჩვენი ვალია, რომ მადლობა ვთქვათ და წარმატებები ვუსურვოთ მთელ იმ დიდ სისტემას, რომელსაც ის მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ვისარგებლოთ შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
Next: ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.