Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ელჩებისგან პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს

მარშალ პრესი 23/05/2025
levan gachechiladze

ინტენსიური შეხვედრები მქონდა აშშ-ის ელჩთან და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან და პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი ოპოზიციის მხარეს არ იყვნენ და თავიდან ბოლომდე, ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟმის დროს, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თეთრმა სახლმა, 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს მანამდე მიულოცა, სანამ ცესკო ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებდა, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მილოცვას კი მალევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მილოცვაც მოჰყვა.

“არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან იმ დღეს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცესკო-ს, ლევან თარხნიშვილს, არ ჰქონდა გამოცხადებული ვინ მოიგო და ვინ წააგო ოფიციალურად და სხვათა შორის, ეს იყო ბუშის მოლოცვა, რომელსაც ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მოლოცვაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ, რომ იქ არაფორმალური სერიოზული ხიდები იყო რუსეთთან – ესეც მსმენია.” – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

Continue Reading

Previous: ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე: რამდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებელიც მათ შორის, იყვნენ დაჭერილები, ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული
Next: რუსეთის იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025