Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე: რამდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებელიც მათ შორის, იყვნენ დაჭერილები, ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული

მარშალ პრესი 23/05/2025
levan gachechiladze3

პარლამენტის ყოფილმა წევრმა და “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. გაჩეჩილაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ ვითარებაში, სადაც არანაირი პოლიტიკური მოედანი არც მედიის საშუალებით, არც სარეკლამო ბილბორდების და სხვა რეკლამების საშუალებით ოპოზიციას არ ჰქონდა.

„საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ ვითარებაში, სადაც არანაირი პოლიტიკური მოედანი არც მედიის საშუალებით, არც სარეკლამო ბილბორდების და სხვა რეკლამების საშუალებით ოპოზიციას არ ჰქონდა. მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი კანდიდატი, ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციიდან: შალვა ნათელაშვილი, დათო გამყრელიძე, ბადრი პატარკაციშვილი და მე.

მე მივიღე ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ საერთო ხმები იყო იმაზე მეტი რამდენიც მიიღო იმ დროინდელმა პრეზიდენტმა, ბევრად მეტი იყო“,- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. ლევან გაჩეჩილაძის თქმით, არჩევნების შემდეგ რამდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებელიც მათ შორის, იყვნენ დაჭერილები, ხოლო ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული. „ჩემამდე შემოვიდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის ოქმები, რამდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებელიც მათ შორის, იყვნენ დაჭერილები. ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული. ბევრი ოქმი ჩამოვიდა, სადაც 1500 ხმით 0 ჩაწერეს. იგივე პარალელური ოქმები რომლებმაც ჩემამდე ჩამოაღწია 400 ხმით 100 ხმას მე ვიგებდი, მაგალითად მარნეულის რაიონში, ასეთ რაიონებში საიდანაც 1500-ით 0 ჩამოვიდა. მაგრამ ის ოქმები, რომლებიც მე მქონდა 2-3 იყო ასეთი, მერე შემომივარდნენ ნიღბიანები და ყველაფერი რომ წაიღეს ისიც გააყოლეს. როცა უნდოდათ მაშინ შემოვარდებოდნენ, რასაც უნდოდათ აკეთებდნენ“,-განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

Continue Reading

Previous: ერთ-ერთი საჭიროება რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ თავიდან ბოლომდე. აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ
Next: ელჩებისგან პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025