Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილის დროს მილიონზე მეტი თუ გქონდა, თუ მეგობარი იყავი, რაღაცაში დაგაბანდებინებდნენ მაშინვე, თუ არ იყავი მეგობარი, უბრალოდ წაგართმევდნენ

მარშალ პრესი 21/05/2025
iraklu rukhadze5

რაღაც მომენტში ისე შეეშინდათ, რომ დათვალეს ბადრის 2 მილიონი თუ რაღაც ჰქონდა დახარჯული 7 ნოემბერზე და ამ სიგიჟეებზე და შემოიღეს – მილიონზე მეტი თუ გქონდა, თუ მეგობარი იყავი რაღაცაში დაგაბანდებინებდნენ მაშინვე, თუ არ იყავი მეგობარი უბრალოდ წაგართმევდნენ, იმიტომ რომ ეშინოდათ. ამიტომ, მოვხვდით ისეთი სიტუაციაში, როცა არავის არ უნდოდა საქართველოში დაბანდება, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე საუბრისას.

„ამან გამოიწვია ეკონომიკური კოლაფსი. ამათ რომ არჩევნები არ წაეგოთ 2012 წელს, წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვიქნებოდით. 2012 წლის ზაფხულში მერაბიშვილმა შეკრიბა ბიზნესმენები (მე იქ არ მეძახდნენ, არ ვიყავი სანდო ადამიანი), სადაც გამოაცხადა: „ჩვენი ეკონომიკური პრობლემები არის თქვენი ბრალი და აწი სახელმწიფო თქვენ ბიზნესებში შემოვა და იქიდან დაიწყებს მართვას“. კიდევ კარგი, ამ ექსპერიმენტს ვერ მოვესწარით, იმიტომ რომ ოქტომბერში არჩევნები წააგეს“, – განაცხადა რუხაძემ.

Continue Reading

Previous: გულისამრევია ევროკავშირის პოლიტიკური ფარისევლობა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებენ, პარალელურად კი, სირიას ყველა სანქციას უუქმებენ – გაუგებარია, რატომ ვათავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა
Next: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025