Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ზარქუაზე თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს

მარშალ პრესი 21/05/2025
irakli kobakhidze3

ზარქუაზე თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, სწორედ მათი ქმედებებით არის წახალისებული ის ძალადობა, რაც კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ ხდება.

„რაც შეეხება ზარქუასთან მისულ ადამიანებს, ამ თავდასხმას, ბევრ რამეზე მეტყველებს ეს ფაქტი – ერთი, რომ სახე დააკარგვინეს კონკრეტულ ადამიანებს, არც ქალის, არც ადამიანის, არც კაცის სახე არ აქვთ იმ ლიბერალებს, რომლებიც ჰყავთ ჩართული პირდაპირ ძალადობრივ პროპაგანდაში, ძალადობრივ აქტებში. რა თქმა უნდა, ამ თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. სწორედ მათი ქმედებებით არის წახალისებული ის ძალადობა, რასაც ვხედავთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ. ეს ყველაფერი არ დარჩება რეაგირების გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს – ირაკლი კობახიძე “რიყის დოქებზე”
Next: გულისამრევია ევროკავშირის პოლიტიკური ფარისევლობა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებენ, პარალელურად კი, სირიას ყველა სანქციას უუქმებენ – გაუგებარია, რატომ ვათავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025