Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზონდერებსა და ბიზნეს-რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ

მარშალ პრესი 21/05/2025
zurab kadagidze

„სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი ბიუროკრატიისა და მოძალადე “ზონდერების” გარდა, ორი პროფესიის ადამიანები ეხმარებოდნენ და დიდ წილად, ისინი უფრო განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, მოძალადე სისტემის ჩამოყალიბებაში, ვიდრე ნაც-პარტიული ნომენკლატურა. ერთი იყო ბიზნესმენების პრივილეგირებული კასტა და მეორე – ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც ძირითადად, რუსთავი 2 -ის პარტიული ტელევიზიის პროდუქტი იყო“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ის „ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ, ისევ სააკაშვილის წიაღში, რადგან დიდი ვალი აქვთ, მიშას ფავორიტობის გამო და ვალებს დაბრუნება უნდა!“

„სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი ბიუროკრატიისა და მოძალადე “ზონდერების” გარდა, ორი პროფესიის ადამიანები ეხმარებოდნენ და დიდ წილად, ისინი უფრო განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, მოძალადე სისტემის ჩამოყალიბებაში, ვიდრე ნაც-პარტიული ნომენკლატურა.

ერთი იყო ბიზნესმენების პრივილეგირებული კასტა,( ხაზარაძე-ჯაფარიძეები, ჭყონიები, ჭუტები და ძმანი მისნი) რომლებიც ფინანსური უზრუნველყოფითა და მაქინაციებით ასულდგმულებდნენ სააკაშვილის რეჟიმს და მეორე – ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც ძირითადად, რუსთავი 2 -ის პარტიული ტელევიზიის პროდუქტი იყო.

აბსოლუტურად “აპრავებდნენ” სააკაშვილის რეჟიმს და ყველაფერს ცდილობდნენ, რომ ლეღვის ფოთლის ფუნქცია შეესრულებინათ, ფსევდო-ჟურნალისტიკის სახელით.
ასე რომ – ზონდერებსა და ბიზნეს-რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ, ისევ სააკაშვილის წიაღში, რადგან დიდი ვალი აქვთ, მიშას ფავორიტობის გამო და ვალებს დაბრუნება უნდა!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: ბადრი პატარკაციშვილმა ყველაფერი გადადო „იმედის“ გამო და მგონია, რომ „იმედს“ გადაჰყვა – გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და ყოველთვის ამ ქვეყნის კარგი უნდოდა
Next: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025