Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბადრი პატარკაციშვილმა ყველაფერი გადადო „იმედის“ გამო და მგონია, რომ „იმედს“ გადაჰყვა – გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და ყოველთვის ამ ქვეყნის კარგი უნდოდა

მარშალ პრესი 21/05/2025
irakli rukhadze

ბადრი პატარკაციშვილი იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი, გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და ყოველთვის ამ ქვეყნის კარგი უნდოდა, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე.

როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება მისთვის უზარმაზარი დანაკარგი იყო.

„ობიექტური შემფასებელი ვერ ვიქნები, რადგან ძალიან მიყვარდა ბადრი პატარკაციშვილი და უზარმაზარი დანაკარგი იყო ჩემთვის მისი გარდაცვალება. ბადრი პატარკაციშვილი იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი, გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და ყოველთვის ამ ქვეყნის კარგი უნდოდა.

როდესაც ჩვენ ინვესტიციებს ვაკეთებდით, ბადრო ამ ინვესტიციებს ყოველთვის უყურებდა საქართველოში რა უნდა იყოს კარგი. ყოველთვის ვეუბნებოდი, ან პოლიტიკაში უნდა იყო ან – ბიზნესში. ბოლო ბოლო, ყველაფერი გადადო იმედის“ გამო და მგონია, რომ ის „იმედს“ გადაჰყვა. ეს იყო ბადრის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო მაშინ, როდესაც თქვა, რომ „იმედი“ არ იყიდება. ამ გადაწყვეტილებიდან 6 თვეში მკვდარი იყო. ეს გადაწყვეტილება იმდენად მიუღებელი იყო იმ მანქანისთვის, რომელიც ამ ქვეყანას მართავდა, მიიყვანეს იქამდე, რომ ის გარდაიცვალა. მე არ მგონია, რომ ბადრი მოკლეს, იქამდე მიიყვანეს, რომ მოკვდა“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

Continue Reading

Previous: ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და ტვ “პირველი”-ს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
Next: ზონდერებსა და ბიზნეს-რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025