Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

26 მაისის არის საერთო ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ

მარშალ პრესი 21/05/2025
irakli kobakhidze

საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული და შესაბამისად ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ მისცემს რადიკალურ ოპოზიციას იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათ ამის ელემენტარული რესურსიც არ აქვთ.

„საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია. ამის ელემენტარული რესურსი არ აქვთ მათ. ხედავთ, სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია. ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 ადამიანი გამოდის რუსთაველის გამზირზე და ისინი ყოველ დღე აჩვენებენ საზოგადოებას, როგორია ოპოზიციის უსუსური სახე. ამ პირობებში, არავითარი პროვოკაციის მოწყობის რესურსი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, 26 მაისის ზეიმი ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული, ეს არის დამოუკიდებლობის დღე. შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ. ეს დღე უნდა ჩატარდეს, როგორც საერთო ეროვნული დღესასწაული,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Continue Reading

Previous: იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით
Next: რომ გავიხსენოთ თბილისი რვა წლის წინ და შევადაროთ, როგორია დღეს ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება – დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025