Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 21/05/2025
irakli kobakhidze

იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, „ფარას“ კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო, თუმცა, საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

 „აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის სცენარის განვითარებისთვის, რევოლუციების მოსაწყობად და ეს ხდებოდა საქართველოშიც. ჩვენ ვხედავდით როგორ იყო ჩართული ამ წლების განმავლობაში USAID-ი, NED-ი, ამერიკის საელჩო, ეს ინსტიტუტები რევოლუციური სცენარის დაგეგმვაში და განხორციელებაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, ჩავარდა. ამ აღიარების პირობებში, ასევე ევროპული აღიარებების პირობებში, აბსოლუტურად ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება ჩვენს ქვეყანაში.

არავის აქვს უფლება, რომ გარედან ჩაერიოს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მითუმეტეს, გარედან დაგვიგეგმოს რევოლუციები. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის კანონი უნდა ამოქმედდეს და გამჭვირვალობის კანონი იქნება ერთ-ერეთი მთავარი გარანტი იმისა, რომ მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ამერიკული ფარას კანონის მიმართ, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის არის იგივე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით. თავის შინაარსით „ფარას“ კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენს მიერ მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო, თუმცა, საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. პრაქტიკა ჩამოყალიბდება თავიდან ბოლომდე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამის პირობა შეგვიძლია ჩვენ მივცეთ ყველას. საქართველოში ადამიანის უფლებები არის განუხრელად დაცული “, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: “მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს
Next: 26 მაისის არის საერთო ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025