Skip to content
20/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„დიფ სთეითმა“ რასაც ვერ მიაღწია ქუჩით, სურს მიაღწიოს ფულით! ამჯერად მისი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკია“ და სწორედ მათ ხელში ჩაგდებას ცდილობს შავი ძალა „დიფ სთეითის“ სახით

მარშალ პრესი 19/05/2025
tamta megrelishvili

ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ადგილობრივმა აგენტურამ არ გაამართლა და „დიფ სთეითს“ ახალი სტრატეგია აქვს, ამჯერად მისი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკია“ და სწორედ ამ უკანასკნელთა ხელში ჩაგდებას ცდილობს შავი ძალა „დიფ სთეითის“ სახით, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, ჩნდება განცდა, რომ შავი ძალა დიდი გავლენის მქონე ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს მარტივად იყიდის, მათი გამოყენებით კი ქართული სახელმწიფო ინტერესების დაზიანების ხარჯზე – სახელისუფლებო გუნდს ჩამოშლიან, რასაც ქვეყნისთვის აუცილებლად კიდევ უფრო დიდი გამოწვევები ეკონომიკური ნგრევა და ომში საქართველოს ჩათრევის საფრთხის მაქსიმალურად ზრდა მოჰყვება.

„ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ადგილობრივმა აგენტურამ არ გაამართლა და „დიფ სთეითს“ ახალი სტრატრგია აქვს, ამჯერად მისი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკია“ და სწორედ ამ უკანასკნელთა ხელში ჩაგდებას ცდილობს შავი ძალა „დიფ სთეითის“ სახით.

შავი ძალა „ქართული ოცნების“ მიმართ სადამსჯელო ტონით და ქმედებით, ძალის დომინირებას ახდენს და ამ ფონზე ჩნდება განცდა რომ ისინი დიდი გავლენის მქონე ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს მარტივად იყიდიან, მათი გამოყენებით კი, ქართული სახელმწიფო ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სახელისუფლებო გუნდს ჩამოშლიან, რასაც ქვეყნისთვის აუცილებლად კიდევ უფრო დიდი გამოწვევები – ეკონომიკური ნგრევა, და ომში საქართველოს ჩათრევის საფრთხის მაქსიმალურად ზრდა მოჰყვება.

ამ რისკების გაანალიზებით მსხვილი ინვესტორებისთვის აღნიშნულ ორგანიზაციებში ფულის ჩადება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი იყოს რადგან „დიფ სთეითის“ მიერ ამ ორგანიზაციებში დიდი ფულის სანაცვლოდ ნაყიდი საქმიანი ურთიერთობა იქნება ქართულ სახელმწიფოზე გავლენის მოხდენის ბერკეტი და მარტივი შესაძლებლობა.
„დიფ სთეითმა” რასაც ვერ მიაღწია ქუჩით სურს მიაღწიოს ფულით!

გარე ძალების სურვილი დაიმორჩილონ ქართული სახელმწიფო მათ ძირითად მიზნად რჩება და ამ ფონზე ომში საქართველოს ჩათრევის რისკი არსად გამქრალა!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: ლუკა კურტანიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას რაც ათასობით ადამიანმა განიცადა
Next: რატომ არის ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებული? ციფრებს დავაკვირდეთ, 17%-ით გაიზარდა დაფინანსება ეკონომიკის, 16%-ით გაიზარდა დეპოზიტები პიროვნებების და დაახლოებით 13%-ით – იურიდიული პირების – სხვა როგორ უნდა შეაფასო თუ არა დადებითად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025