Skip to content
19/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა

მარშალ პრესი 18/05/2025
irakli kobakhidze

ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, ამას იჯერებდა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ამაში დარწმუნება მაინც იყო მნიშვნელოვანი, ამაში ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აღიარებული იქნა, რომ ძალიან უკიდურესად უარყოფითი მოვლენები ფინანსდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც სწორედ USAID, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდ რომ არ გადმოიდგას არავითარი დადებითი ნაბიჯი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, პრეზიდენტ ტრამპის არჩევამ უკვე სერიოზული სარგებელი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი დარწმუნება იმაში, რისიც ისედაც სჯეროდათ. ჩვენ ეს გზავნილები ისედაც გაჟღერებული გვქონდა საზოგადოების წინაშე, ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, ამას იჯერებდა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ამაში დარწმუნება მაინც იყო მნიშვნელოვანი და ამაში ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Continue Reading

Previous: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში ფილიმონ ქორიძის სახელობის სამუსიკო სკოლის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
Next: 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ჩვენ ვაყენებთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025