Skip to content
17/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს

მარშალ პრესი 16/05/2025
irakli kobakhidze

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება დაუთმო იმ უსამართლობას, რომელიც საქართველოს მიმართ არის და რომელიც უნდა შეიცვალოს.

„სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსაზრებების გაცვლისა და ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და, ასევე, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების საშუალება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, საქართველოს თანამშრომლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.

ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში გვქონდა გამოსვლის საშუალება. სიტყვით გამოვედი სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრე ევროპის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს გადმოსახედიდან, ასევე საუბარი მქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ხაზი გავუსვით იმას, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ვერავის მივცემთ სიძულვილის კამპანიების დაფინანსების საშუალებას, არ შეიძლება, ვიღაცამ გარედან თავს მოგვახვიოს სიძულვილი საზოგადოებაში, პირიქით, ჩვენ გვჭირდება ქართული საზოგადოების გაერთიანება
Next: როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025