Skip to content
17/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერავის მივცემთ სიძულვილის კამპანიების დაფინანსების საშუალებას, არ შეიძლება, ვიღაცამ გარედან თავს მოგვახვიოს სიძულვილი საზოგადოებაში, პირიქით, ჩვენ გვჭირდება ქართული საზოგადოების გაერთიანება

მარშალ პრესი 16/05/2025
irakli kobakhidze

ქართველი ხალხისთვის მიუღებელია სიძულვილის ყველანაირი ფორმა. ჩვენს საზოგადოებაში არავის არ აქვს იმის მორალური უფლება, რომ საქართველოში ხელოვნურად გარედან დათესოს სიძულვილი ადამიანებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში, ლევან ღამბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

პრემიერის თქმით, რასაც კგბ აკეთებდა 90-იან წლებში, იმას აკეთებენ 30 წლის თავზე, ოღონდ სხვა მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია.

„ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება ხოლმე. ასეთი ადამიანები. ე.წ. ენჯეოშნიკები იღებენ ხოლმე დავალებებს. მე ზუსტად ერთი დღით ადრე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გარედან ხდება საქართველოში სიძულვილის დათესვა და შესაბამისი კამპანიების წახალისება.

როგორც ჩანს, იმდენად ძვირფასია დონორებისთვისაც და ენჯეოებისთვისაც ეს სიძულვილის კამპანია, რომ მათ პირდაპირ დაიწყეს ამ სიძულვილის კამპანიის გამართლება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ქართველი ხალხისთვის მიუღებელია სიძულვილის ყველანაირი ფორმა.

ჩვენს საზოგადოებაში არავის არ აქვს იმის მორალური უფლება, რომ საქართველოში ხელოვნურად გარედან დათესოს სიძულვილი ადამიანებს შორის, რასაც აკეთებდა კგბ 90-იან წლებში, იმას აკეთებენ ახლა, 30 წლის თავზე, ოღონდ სხვა მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ ვერავის მივცემთ ასეთი კამპანიების დაფინანსების საშუალებას. არ შეიძლება, ვიღაცამ გარედან თავს მოგვახვიოს სიძულვილი საზოგადოებაში, ჩვენ პირიქით, გვჭირდება ქართული საზოგადოების გაერთიანება“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: კონკრეტული დიპლომატების დასწრება სასამართლო სხდომაზე არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის
Next: EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025