Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართული ოცნების” ლიდერები აჭარაში, პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მარშალ პრესი 15/05/2025
491214586_670053782590011_3411487436362630969_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან და გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან ერთად პარტიულ სტრუქტურებს აჭარის „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, სულხან თამაზაშვილი წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სულხან თამაზაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც აღინიშნა, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, მენეჯმენტის გაუმჯობესებას ემსახურება. შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პარტიის სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

Continue Reading

Previous: შეუწყვეტელი ცემა-ტყეპა. 40 გრადუსი სიცხე, წყლით სავსე ბუშტები პატიმრების ტანზე და ხელებზე – ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი კარანტინის საკანზე
Next: აშშ აღარ აპირებს გარედან ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება – თეთრი სახლის სპიკერი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025