Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შეუწყვეტელი ცემა-ტყეპა. 40 გრადუსი სიცხე, წყლით სავსე ბუშტები პატიმრების ტანზე და ხელებზე – ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი კარანტინის საკანზე

მარშალ პრესი 15/05/2025
besarion xvinteliani

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება მისი ქონების მისაკუთრების მიზნით და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესარიონ ხვინთელიანმა, ციხეში ყოფნის დეტალებზე ისაუბრა. ბესარიონ ხვინთელიანი კარანტინის საკანში ყოფნას იხსენებს, სადაც 18 კვ.მ ოთახში აუტანელ სიცხეში 40 კაცზე მეტი იმყოფებოდა, საკვებად კი მხოლოდ პური და წყალი ჰქონდათ. „11 დღე კარანტინში გავატარე. კარანტინის საკანი – 18 კვ.მ 40-ზე მეტი კაცი, შმორის სუნი, ერთმანეთში კამათი, აქედან რომელიმეს გარეთ გაყვანა და ბღავილი.

საჭმელი მხოლოდ პური და ონკანის წყალი, გინება, შეუწყვეტელი ცემა-ტყეპა. შემზარავი ხმამაღალი საუბრის ზმუილი და უცებ რკინის კარებზე რაღაც მძიმე საგნის დარტყმა და როგორც ბომბის ხმა სრული სიჩუმე 3-5 წუთი. შემდეგ ეს ყველაფერი ისევ თავიდან. 40 გრადუსიანი სიცხე, წყლით სავსე ბუშტები პატიმრების ტანზე და ხელებზე, ჩამოჯდომა მხოლოდ 7-8 ადამიანს შეეძლო და ამისთვისაც საათობით რიგი იყო.

ამგვარ ფაქტებზე სხვებმაც ბევრი ისაუბრეს, საინტერესოა, მხოლოდ ერთი დღე რომ გაატაროს სააკაშვილმა ასეთ პირობებში მიხვდებოდა რამეს?! რა ჩაიდინა და რა გაუკეთა ქართველ ხალხს და საქართველოს“,- განაცხადა ბესარიონ ხვინთელიანმა. მისივე თქმით, მისი თანდასწრებით ერთ-ერთი პატიმარი სიკვდილამდე სცემეს, რათა სცოდნოდა თუ არ დაემართებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ აღიარებდა დანაშაულს. „ერთ დღესაც იქ ჩამიყვანეს სადაც ახალ დაჭერილები შემოჰყავდათ, მომათავსეს მეტრ-ნახევრიან ფეხზე დგომით საკანში, სადაც 5 საათამდე ვიდექი. ვნახე შემოიყვანეს 25 წლის მამაკაცი, მედ შემოწმების დროს რაღაც წუნი აუღეს და წრეში მოქცეული 10 -მდე ბადრაგმა მთელი ძალით და ღონით დაუწყეს ცემა. სცემდნენ სანამ საცოდავმა რეაგირება არ შეწყვიტა დარტყმაზე. მე წინასწარ გაფრთხილებული ვიყავი, გისოსებთან უნდა ვმდგარიყავი და მეყურებინა. ფეხზე დგომით გისოსებზე ხელჩაჭიდებული ფეხის დარტყმამ , რამაც თითები დამიზიანა შოკში ჩამაგდო და ციხის ოფიცერმა მიყვირა: უყურე ბიჭო, თუ არ აღიარებ უარესი მოგივაო. ის საცოდავი ხელებით გაათრიეს ოთახიდან სისხლის კვალს ტოვებდა კალიდორში, ბადრაგმა თქვა მგონი ნამეტანი მოგვივიდა მოკვდაო“, – იხსენებს ბესარიონ ხვინთელიანი.

Continue Reading

Previous: როცა ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ ხალხს მოუწოდებს, რომ სისხლიანი პოლიტიკოსები, აგენტურა უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა და ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევა
Next: „ქართული ოცნების” ლიდერები აჭარაში, პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025