Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს

მარშალ პრესი 14/05/2025
1001'

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს, რომელიც აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა არჩილ ჩიქოვანს გაწეული სამუშაოსთვის და გიორგი მურვანიძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა. გიორგი მურვანიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, მას მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე.

Post navigation

Previous: ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო
Next: ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.