Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო

მარშალ პრესი 14/05/2025
nana kadagishvili

ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილია, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, მაშინ დავხურავთ ამ საქმეს და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წავალთო, – ამის შესახებ,”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ლევან პატეიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის მეგობარი და იურისტი იყო, ქადაგიშვილს მეორედაც დაურეკა და განუცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი მასზე გაბრაზებული იყო, მაგრამ 10 მილიონის გადახდის შემთხვევაში, მისი მეუღლის საქმეს შეწყვეტდა.

“ეს შემომითვალეს ლევან პატეიშვილის პირით, რომელიც იყო სააკაშვილის ძმის იურისტიც და მეგობარიც. ჩემგან უარი მიიღეს და ვუთხარი, რომ არ ვიცი როგორ მოახერხეთ, მაგრამ თქვენ ყველა ანგარიში სადაც კი რამე ქონება და თანხა გვქონდა, ბარათებიც კი რაც სახლში გვქონდა, ისინიც კი ამოიღეს. ასე რომ, ელემენტარული ფულითაც არ დავრჩენილვართ სახლში. როდესაც ადამიანს ბანკი გაქვს, ფულს სახლში რატომ დადებ, თუ გაქვს?!
მეორე ჯერზე, მირეკავს [პატეიშვილი] და მეუბნება ცინიკურად, რომ ადეიშვილი საერთოდ გაბრაზებულია თქვენზე და შემოგითვალა, რომ 10 მილიონი დოლარი მოიტანე და ამ საქმეს შევწყვეტო.” – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

Continue Reading

Previous: ორთაჭალის ციხეში რომ გადამიყვანეს შოკში ჩავვარდი, მიმიჩინეს ადგილი ფანჯარასთან. ამ ფანჯარას მინა არ ჰქონდა და 5 თვე ვიყავი, თანდათან აცივდა, ამ სიცივეში გათბობა არა, ცხელი წყალი არა, დაბანის საშუალება არა, არანაირი მინა
Next: ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025