Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ქედის მუნიციპალიტეტში აჭარის კულტურის სამინისტროს გასვლითი შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 13/05/2025
840560-62

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, მორიგი გასვლითი შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტში გამართა.
შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, მინისტრის მოადგილეები – ლადო მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, კულტურის სამსახურების წარმომადგენლები და ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი ესწრებოდნენ.

განიხილეს სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს მიმდინარე საქმიანობასა და საჭიროებებზე, ასევე მუნიციპალიტეტში კულტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.

სამუშაო შეხვედრაზე გაჩნდა იდეა ფოლკლორის ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მსგავსი ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს უნიკალური ადგილობრივი ტრადიციების, კულტურის შენარჩუნება-პოპულარიზაციას და მათ ინტეგრაციას თანამედროვე, საგანმანათლებლო კულტურულ სივრცეებში.

შეხვედრის შემდეგ სამინისტროს წარმომადგენლებმა, ქედის კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მიმდინარეობს როგორც შენობის ფასადის, ასევე შიდა ინტერიერის კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტი ორწლიანია და მომავალი წლის დეკემბერში დასრულდება.

დღესვე, კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კოკოტაურში ოსტატ-მეჭიბონე მურად თავართქილაძეს ეწვია, რომელმაც სტუმრებს ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტის – ჭიბონის დამზადების პროცესი აჩვენა.

მსგავსი შეხვედრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება და მიზანია სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება და რეგიონში კულტურული სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

Continue Reading

Previous: საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ბერლინში გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს
Next: ამერიკა სირიის ახალ ხელისუფლებას ყველა სანქციას მოუხსნის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025