Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ბერლინში გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს

მარშალ პრესი 13/05/2025
Capture

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტერიალი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა, თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გახსნეს.

უმაღლესი დონის პოლიტიკურ ფორუმში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანელი კოლეგის ბორის პისტორიუსის ოფიციალური მიწვევით მონაწილეობს. ირაკლი ჩიქოვანი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე – სამშვიდობო მისიების რეფორმა: უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო სამშვიდობო ოპერაციები. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე, ახალ ინიციატივებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი აქტორი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა არა მხოლოდ გაეროს, არამედ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში.

მინისტერიალი მიზნად ისახავს გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების მზადყოფნას გაეროს არსებულ თუ სამომავლო სამშვიდობო მისიებში ჩართვასა და კონტრიბუციასთან დაკავშირებით. ბერლინის მინისტერიალში 112 სახელმწიფოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე გაეროს, ევროკავშირის, ნატოს, ეუთოსა და წითელი ჯვრის მაღალი დონის პოლიტიკური პირები მონაწილეობენ. გაეროს სამშვიდობო მინისტერიალი პირველად 2016 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

Continue Reading

Previous: აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან ქვეყნის ფართობი არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს. ახალი ადმინისტრაციისგან განცხადება არ მოგვისმენია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზავნილები აბსოლუტურად თანხვედრაშია მათთან
Next: ქედის მუნიციპალიტეტში აჭარის კულტურის სამინისტროს გასვლითი შეხვედრა გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025