Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ისეთი ნაცემი ვიყავი სხეულზე ადგილი არ მქონდა დარჩენილი, საიდანაც სისხლი არ მომდიოდა. მეგის ქარდავამ ჩემს სისხლის გუბესთან დამადებინა თავი და მითხრა, რომ ამელოკა

მარშალ პრესი 13/05/2025
GIORGI XOCHAVA

უკვე მოსაღამოვდა, წრეზე დააყენეს მანქანები, აანთეს ფარები და წრეზე, შუაში მიმიყვანეს, მეუბნებოდნენ, რომ მუხლებზე უნდა დავჩოქილიყავი. ამ მომენტში არ ვიცოდი რა ხდებოდა და რეაგირება არ მქონდა, არ ვიცოდი ჩემს თავს რა ხდებოდა, ამ დროს მეგის ქარდავამ დამარტყა და დავეცი ძირს. დაახლოებით 20 ადამიანი ხელ-ფეხს მირტყამდა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ხოჭავას თქმით, ცემისგან სხეულზე ადგილი აღარ ჰქონდა საიდანაც სისხლი არ მოსდიოდა, რა დროსაც მეგის ქარდავამ მას თმებში ხელი მოჰკიდა, სისხლის გუბესთან მიატანინა სახე და უთხრა, რომ აელოკა თავისივე სისხლი. „ცემის პერიოდში კონკრეტულად კოხტა კოდუამ ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინი, ჩამიდო. ისეთი ნაცემი ვიყავი ალბათ სხეულზე ადგილი არ მქონდა დარჩენილი საიდანაც სისხლი არ მომდიოდა, ვეგდე ძირს.

სისხლის გუბეები იდგა. მაშინ პატარა ბავშვი ვიყავი, დიდი ხუჭუჭა თმები მქონდა, თმებით გვერდზე გადამატრიალა მეგის ქარდავამ და ჩემს სისხლის გუბესთან დამადებინა თავი და მითხრა, რომ ამელოკა. მე ისევ არ მქონია რეაგირება, თვითონ დამადებინეს თავი და ჩემი სისხლის გუბით მომისვარეს სახე. მე არ ვიცი, ახლაც კი ვერ ვაცნობიერებ დაახლოებით რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ჩემი წამება. აქედან მე წამიყვანეს სამმართველოში და გააგრძელეს ჩემი წამება. მთხოვდნენ იმის აღიარებას და ე.წ. ალიბების დადებას „ფაქტების“, რომ მეთქვა სად იყო ეს კონკრეტული „ფაქტები“, რაც არ იცი ადამიანმა იმას ვერ ეტყვი. მე მათ ვუთხარი, რამდენიმე საათი იყო გასული ჩემი დაპატიმრებიდან და იმ მდგომარეობამდე ვიყავი ბავშვი მისული, რომ ავდექი და ვუთხარი რომ მე ეს არ გამიკეთებია, ნუ მაწამებთ შეგიძლიათ მომკლათ, დამცინოდნენ, მაფურთხებდნენ, ყველანაირ შეურაცხყოფას მაყენებდნენ,“-განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

გიორგი ხოჭავას თქმით, მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა დედამისს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ამავე დროს ფიზიკურად იძალადეს მის მეზობელ მამაკაცზე, რომელსაც ინსულტი განუვითარდა ამ ყველაფრის შემდეგ.

„წამიყვანეს ჩემთან სახლში უკვე ღამე იყო, სახლში ეს ამბავი ჯერ კიდევ არავინ არ იცოდა, მიმიყვანეს სახლში, მოითხოვეს მეზობლები შემოსულიყვნენ, რომ მოწმის სახით დასწრებოდნენ ე.წ. ჩხრეკას, საიდანაც არაფერი არ მოუღიათ. მოწმეების სახით შემოვიდნენ ჩემი თანატოლის, ახლო მეგობრის მშობლები. დედაჩემმა როცა მნახა, დაიწყო ყვირილი და გახდა ცუდად, როგორც მოასულიერეს მეგის ქარდავამ და კოხტა კოდუამ დედაჩემს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ამ დროს ჩემმა მეზობელმა, გონერი ჩუხუამ ხმა ამოიღო და მათ უთხრა, თუ არს აკეთებდნენ ისინი, ადამიანი ისე სცემეს, რომ ადგილზე მიაღებინეს ინსულტი. ამ ადამიანმა მეორედაც მიიღო ინსულტი. ჩემი სახლიდან არაფერი არ ამოუღიათ. მე ისევ წამიყვანეს სამმართველოში“,-განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

Continue Reading

Previous: მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ გესვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებსო, შენ ძმასო, 14 წლის ბავშვსო
Next: იმ ახალგაზრდების მშობლებს მივმართავ, რომლებიც რუსთაველზე აქციების პერიოდში დაიჭირეს- თქვენმა შვილებმა კანონი მაინც დაარღვიეს და მე, 19 წლის ბავშვი, რატომ ვიჯექი ციხეში? არაფერი დამიშავებია – ეს იყო ფაშისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოში არასდროს დაბრუნდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025