Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ გესვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებსო, შენ ძმასო, 14 წლის ბავშვსო

მარშალ პრესი 13/05/2025
GIORGI XOCHAVA

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა და სამმართველოში, შემდგომ კი ე.წ. კაპეზეზე წამების ფაქტები გაიხსენა.

როგორც მან აღნიშნა, მეგის ქარდავამ დაადო თავზე იარაღი და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მშობლების და 14 წლის ძმის მოკვლით ემუქრებოდა. მისივე თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მიმდინარეობდა მისი სხვადასხვა სახით წამება. „გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო.

მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი მე ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ მე შენ ახლა გესვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებსო, შენ ძმასო, 14 წლის ბავშვსო. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რომ რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ეს სიტუაცია და მე მას ვუთხარი ეს არ გაეკეთებინა და ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. მან მითხრა კარგიო, შევედი კაბინეტში და მე მას ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია და შენ ეს იცი, შენ უკვე მეორეჯერ გეუბნები, რომ თუ ჩემი მოკვლა გინდა, მე მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არ იყვნენ და მათთვის თავი დაენებებინა. ორი დღით ადრე დამიჭირეს ვიდრე მერე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი. შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

Continue Reading

Previous: ციხის ათმა თანამშრომელმა დამიწყო ცემა და დამიზიანეს ფეხი – “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული გიორგი ხოჭავა
Next: ისეთი ნაცემი ვიყავი სხეულზე ადგილი არ მქონდა დარჩენილი, საიდანაც სისხლი არ მომდიოდა. მეგის ქარდავამ ჩემს სისხლის გუბესთან დამადებინა თავი და მითხრა, რომ ამელოკა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025