Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

მარშალ პრესი 13/05/2025
mikheil samkharadze

ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის რაობა, არსი და უნდა მიხვდნენ, შეაფასონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, საქართველოს სურს ევროკავშირში წევრობა და ამ მხრივ არც სურვილები შეცვლილა და არც კონსტიტუციური ამოცანა.

„მთავარი ამოცანა იყო ყველასთვის გვეთქვა, რომ საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენ გვსურს ევროკავშირში წევრობა, ასე რომ ჩვენი მხრიდან აქ არც სურვილები შეცვლილა და არც კონსტიტუციური ამოცანა. ასევე, გვქონდა საუბარი იმაზე, რომ რიგ შემთხვევებში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არის უსამართლო მიდგომა. მათ შორის, არ ხდება გათვალისწინება იმ უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომლის წინაშეც საქართველო დგას. შესაბამისად, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის რაობა, არსი და უნდა მიხვდნენ, შეაფასონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა სამხარაძემ.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
Next: პრემიერი ირაკლი კობახიძე ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025