Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

მარშალ პრესი 12/05/2025
4004

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის – დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ კლოდ ვისელერს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. მან გაიხსენა 2022 წელს ლუქსემბურგში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი და თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატა. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლუქსემბურგთან, როგორც ნატოსა და ევროკავშირის დამფუძნებელ სახელმწიფოსთან ურთიერთობებს. მან ლუქსემბურგის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საპარლამენტო დღის წესრიგსა და გეგმებზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

შეხვედრა შედგა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია იმართება.

საქართველოს დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

Continue Reading

Previous: შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ
Next: საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025